Home » Categories » Scripting

სკრიპტინგის მიმოხილვა

რა არის სკრიპტინგი



გრუვი წარმოადგენს ობიექტზე ორიენტირებულ დინამიურ პროგრამირების ენას ჯავა პლატფორმისთვის. ის ყველაზე მეტად გამოირჩევა იმით რომ საშუალებას იძლევა პითონის, რუბის და SmallTalk-ის პროგრამირების ენების თვისებების გამოყენებას ჯავა-მსგავს სინტაქსით. გრუვი ხშირად იხსენიება როგორც სკრიპტინგის ენა. მიუხედავად ამისა შესაძლებელია მისი ჯავა ბაითკოდში წინასწარ კომპილაციის მოხდენა, სხვა ჯავის პროგრამებში ინტეგრირება, ვებ პროგრამების უნარიანობის გაძლიერებაში და სხვა მრავალ სიტუაციაში გამოყენება. ჯავა კოდის უმეტესი ნაწილი მართებული გრუვის სინტაქსია რაც ხელს უწყობს ამ ორი ენის ადვილ ინტეგრირებას.

 

თვისებები / გამოყენება


სკრიპტინგის თვალსაზრისით გრუვი უახლოვდება და ზოგ მომენტებში უსწრებს კიდევაც სხვა პოპულარულ და ძლიერ სკრიპტინგის ენებს. როგორც ნებისმიერი სხვა სკრიპტინგის ენა, გრუვიც აბსტრაქციის მაღალ დონეზე მოქმედებს და ჯავის სისტემურ პროგრამირების ენას სრულყოფილს ხდის. ამ ენის ძირითადი დანიშნულებაა გადააბას სხვადასხვა პროგრამები ერთმანეთს და არა თვითონ წარმოადგენდეს რთული ინფორმაციის და ალგორითმების დამამზადებელს. ამიტომ გრუვიში პროგრამების წერა უფრო მარტივი და სწრაფია ვიდრე რომელიმე სხვა სისტემურ პროგრამირების ენაში.
ენის ერთ ერთი ძლიერი და მოსახერხებელი თვისება არის მტკიცებები. მტკიცებები გამოიყენება პროგრამული კოდის სისწორის ან გამართულობის შესამოწმებლად. მათი მეშვეობით შეგვიძლია შევამოწმოთ არამხოლოდ თუ რა კოდი უნდა გაიშვას არამედ ასევე გაშვებული კოდის შედეგი.

 

ძირითადი პროგრამა



SA:MP
სკრიპტინგისათვის გათვალისწინებული ძირითადი პროგრამაა PAWNO, რომელიც შექმნილია სპეციალურად SA:MP სერვერების შესაქმნელად, რომელიც დაფუძნებულია Java,C+,C++ ბაზაზე, რაც ამარტივებს მის მუშაობასა და გამოყენებას სურვილისამებრ.
PAWNO პროგრამა მოყვება ინდივიდუალურად თითოეულ სათამაშო მოდს, იგი იკვრება Include ფაილებით რათა გააუმჯობესოს მოდის მუშაობა და დატვირთვა იმის გამო, რომ მოდები ინდივიდუალურია და მათ ჭირდებათ საკუთარი Include ფაილები საჭიროა ვიმუშაოთ კონკრეტული მოდის კონკრეტულ Pawno ფაილთან, რადგან არ გამოიწვიოს მოდის გაბაგვა (დაზიანება/შეყოვნება) და მაქსიმალურად იყოს ოპტიმიზირებული მომხმარებლისთვის.

PAWNO პროგრამის ორი ძირითადი ფაილებია AMX (.amx) და PWN (.pwn), რომლებიც ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავდება

PWN (.pwn) - ფაილი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ გავწეროთ სხვადასხვა კოდი რათა შევქმნათ სრულყოფილი სათამაშო მოდი, ამ ფაილში იწერება ზუსტად ის კოდები, რომლებიც სძენს ჩვენს მოდს იერსახეს და ფუნქციებს

AMX (.amx) - ფაილი იქმნება მას შემდეგ, რაც გავწერთ უკვე კოდებს (PWN) და დავაკომპილირებთ ჩვენს კოდებს, თუ ყველაფერი რიგზეა კოდებში მომენტალურად შეიქმნება .amx ფაილი რაც ამუშავებს ჩვენს სერვერს, თუ კოდებში აღმოჩნდა შეცდომები მაშინ .amx ფაილი არ შეიქმნება და სათამაშო მოდი ხდება უმოქმედო (მანამ სანამ პრობლემებს არ გავასწორებთ).


WWW.MOORS.IN

 

 

Article Rating (1 Votes)
Rate this article
  • Icon PDFExport to PDF
  • Icon MS-WordExport to MS Word
 
Attachments Attachments
There are no attachments for this article.
Comments Comments
There are no comments for this article. Be the first to post a comment.
Related Articles RSS Feed